მასალის სახეობები
რატომ Aurum Stone?
12-წლიანი გამოცდილება, ევროპული ხარისხი და ინდივიდუალური მიდგომა - ეს ის მიზეზებია, რის გამოც ასობით პროექტს სწორედ ჩვენ გვანდობენ.
პრემიუმ ხარისხი
ვმუშაობთ მხოლოდ სერტიფიცირებულ მომწოდებლებთან. თითოეული ფილა შერჩეულია ხელით - ხარისხის, სიმტკიცისა და სილამაზის მიხედვით.
კონსულტაცია
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სწორი მასალის შერჩევაში - ბიუჯეტის, სტილის და გამოყენების პირობების გათვალისწინებით.
სწრაფი მიწოდება
საწყობში მუდმივად გვაქვს ფართო ასორტიმენტი. უზრუნველვყოფთ მიწოდებას როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.
ინდივიდუალური ჭრა
ვასრულებთ ნებისმიერი ზომისა და ფორმის ჭრას. CNC დამუშავება, კიდეების დამუშავება და ნებისმიერი სირთულის ფორმის მიღება.
მრავალფეროვანი კოლექცია
პრემიუმ კლასის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ზედაპირები და დეკორის ელემენტები, შერჩეული მსოფლიოს წამყვანი და სანდო მწარმოებელი ქარხნებიდან, უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით.
მარტივი 4 ნაბიჯი
სრული მომსახურება პირველი ზარიდან მონტაჟამდე - სწრაფად, პროფესიონალურად და ხარისხის გარანტიით.
კონსულტაცია
დაგვიკავშირდით ტელეფონით, WhatsApp-ით ან გვეწვიეთ ოფისში. ერთად განვიხილავთ თქვენს პროექტს, ბიუჯეტსა და სტილს.
მასალის შერჩევა
ჩვენი ექსპერტი გირჩევთ ოპტიმალურ ვარიანტებს. შეგიძლიათ ნახოთ ფიზიკური მასალები ჩვენს შოურუმში.
გაზომვა და ჭრა
ადგილზე ვასრულებთ აზომვით სამუშაოებს, ვამზადებთ ზუსტ ნახაზებს და ვჭრით ქვას თქვენი პროექტის მიხედვით.
მიწოდება
ვუზრუნველვყოფთ მასალის ტრანსპორტირებასა და, სურვილის შემთხვევაში, მონტაჟს - სრული სერვისი ერთ სივრცეში.
პრემიუმ კლასის კომპანია
ქვის ინდუსტრიაში
AURUM STONE SYSTEMS უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს და აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე ხედვასა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.
კომპანია შეიქმნა ერთი მკაფიო მიზნისთვის - საქართველოში შემოეტანა ის, რაც იშვიათია, გამორჩეულია და რეალურად წარმოადგენს ლაქშერი სეგმენტს.
ეს არის ლაქშერი მიმართულება, სადაც ქვა გარდაიქმნება დიზაინის მთავარ ელემენტად და იქმნება სივრცეები, რომლებიც ტოვებს შთაბეჭდილებას.
შევქმნათ რაღაც
ლამაზი ერთად
დაგვიკავშირდით პერსონალური კონსულტაციისა და პროექტის კოსტიმაციისთვის. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან დაგეხმაროთ.




